ონის მუნიციპალიტეტში სააღდგომო საჩუქრების გადაცემა დაიწყო
ონის მუნიციპალიტეტში სააღდგომო საჩუქრების გადაცემა დაიწყო. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, აღნიშნული საჩუქრები ონში მცხოვრებ სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს გადაეცა.
“20-21 აპრილს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, მოადგილეებთან და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს წინასწარ მიულოცა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და სააღდგომო საჩუქრები გადასცა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.