ახალციხის მუნიციპალიტეტში სასურსათო დახმარების დარიგება მიმდინარეობს
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში, უკიდურესად შეჭირვებულ და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს სასურსათო პაკეტები ურიგდებათ.
დღეს, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა ქალაქ ახალციხეში და ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები ბენეფიციართა ოჯახები პირადად მოინახულეს და სასურსათო დახმარება გადასცეს.
პროგრამით გათვალისწინებულ, პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებს 242 ოჯახი, მათ შორის 96 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს.
აღნიშნულ დახმარება (ფქვილი, ზეთი, შაქარი, ბრინჯი, წიწიბურა და მაკარონი), ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესაბამისად, შეჭირვებული ოჯახებისათვის ყოველკვარტალურად, ხოლო დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებისათვის წელიწადში ორჯერ, საახალწლოდ და სააღდგომოდ გაიცემა.