EU4Culture-ის პროექტის ფარგლებში, ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიის სამუშაო ვერსია განიხილეს
ქუთაისში, #EU4Culture-ის პროექტის ფარგლებში, ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის პირველი სამუშაო ვერსიის წარდგენა და განხილვა მოეწყო.
დოკუმენტის სამუშაო ვერსიის განხილვა ქალაქის კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებთან გაიმართა.
ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში შეხვედრა შედგა რამდენიმე სექტორთან: მაუწყებლობა, მედია და რეკლამა, კულტურული ტურიზმი და გასტრონომია; არქიტექტურა, სახვითი ხელოვნება, რეწვა, დიზაინი, ციფრული ტექნოლოგიები და ვიდეო თამაშები, კინო და ვიდეო ხელოვნება, მუსიკა, კულტურული მემკვიდრეობა, საშემსრულებლო ხელოვნება, ლიტერატურა და საგამომცემლო საქმე.
კულტურის სტრატეგიის განხილვაზე, ფოკუსჯგუფების წარმომადგენლებმა, საკონსულტაციო ორგანიზაციის ” Creative Solution” აღმასრულებელ დირექტორ ზვიად მჭედლიშვილთან ერთად, იმსჯელეს დოკუმენტის ძირითად მიმართულებებსა და კონკრეტულ თემებზე, გამოითქვა სურვილები და შენიშვნები, რომელთა გათვალისწინება ქუთაისის კულტურის სტრატეგიის საბოლოო ვერსიაში მიზანშეწონილი იქნება.