ლანჩხუთის მერმა სააღდგომო ნობათი მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ბენეფიციარებს გადასცა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ, ტრადიციულად, სააღდგომოდ, 40 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა.ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სასურსათო კალათა ლანჩხუთის მერმა საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ,,უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის” ბენეფიციარებსაც გადასცა და დამდეგი დღესასწაული მიულოცა.
“გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ქრისტეს მადლი ფარავდეს თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს,” – აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.
სადღესასწაულო ნობათი 100 ბენეფიციარს გადაეცა.