მცხეთის  მერიის ხელშეწყობით, მუნიციპალიტეტში უფასო ოფთალმოლოგიური კვლევები ჩატარდა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“-ს ოფთალმოლოგმა სოფო იმედაშვილმა უფასო კონსულტაცია ჩაატარა.

აქცია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გაიმართა, სადაც მოსახლეობას საშუალება ჰქონდა უფასოდ ჩაეტარებინა შემდეგი კვლევები: ვიზომეტრია, ბიომიკროსკოპია, ოფთალმოლოგის კონსულტაცია.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადგომით გამართულ აქციას მცხეთის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი დაესწრო.

საქველმოქმედო აქციები, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, მომავალშიც გაგრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები