მარტვილში 14 წლის გოგოს მეორე დღეა ეძებენ
მარტვილში მეორე დღეა 14 წლის გოგონას ეძებენ.
ოჯახის ინფორმაციით, ის სახლიდან გავიდა და შინ არ დაბრუნებულა.
სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცველები არიან ჩართული.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს სსკ-ის 143-ე მუხლით იძიებს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.