ზესტაფონის მუნიციპალიტეტი დედამიწის მსოფლიო დღეს შეუერთდა

გარემოს დაცვით ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას, რომელსაც მსოფლიო ყოველი წლის  22 აპრილს აღნიშნავს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი დასუფთავების აქციით შეუერთდა.

დასუფთავების აქცია მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.

„ჩვენ  დღეს ყველანი დედამიწის მეგობრები ვართ. დასუფთავების აქციით ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანეთ გარემოს დაცვაში. საკუთარ ქალაქზე და გარემოზე  ზრუნვა თითოეული ჩვენგანის  ვალდებულებაა და ყველა უნდა გავერთიანდებით მის დასაცავად“, – ზესტაფონის მერი ვასილ გველესიანი.

აქციაში ზესტაფონის  მერი – ვასილ გველესიანი, საკრებულოს თავმჯდომარე – ვახტანგ ღამბაშიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სერვისცენტრის თანამშრომლები და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ მონაწილეობდნენ.

აქციის ფარგლებში  ზედა საქარა – დილიკაური, ქვედა საქარა – საზანოს ტერიტორია, ასევე სტაროსელსკის ქუჩა დასუფთავდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები