”მინისტრის საათის’’ ფორმატში, სოფლის მეურნეობის მინისტრს, აჭარის უმაღლეს საბჭოში მოუსმინეს

”მინისტრის საათის’’ ფორმატში, სოფლის მეურნეობის მინისტრს, აჭარის უმაღლეს საბჭოში მოუსმინეს. გიორგი სურმანიძემ გამოსვლაში 2021 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუშაობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2021 წლის ბიუჯეტი 88 %-ით შეასრულა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის ბიუჯეტი 2021 წლის ბიუჯეტთან შედარებით 1 02287 ლარით გაიზარდა და განისაზღვრა 20 075141 ლარით.

“2021 წელთან შედარებით იზრდება სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა. რომლის დაფინანსება 2022 წელს განსაზღვრულია 1 415 783 ლარით, რითაც დაფინანსდება 270 პროექტი. ასევე, გაორმაგებულია სოფლად მეწარმეობის განვითარების ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა და განისაზღვრა 24 ერთეული პროექტით – რომელიც დაფინანსდება 3 197 640 ლარით.
გრძელდება სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავება. რომლის დაფინანსება შეადგენს 756 405 ლარს, გაიზარდა პროგრამის “მეციტრუსეობის განვითარების ხელშეწყობა’’ და ბიუჯეტი განსაზღვრულია 750 000 ლარით.
მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა, ადამიანის ჯანმრთელობის უვნებელი გარემოს შენარჩუნება. უზრუნველყოფა, შესაბამისად 2022 წლის დაფინანსება შეადგენს 6 568 783 ლარს”, – განაცხადა გიორგი სურმანიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები