ქუთაისში აკსუ-ს სტუდენტები წლის ბოლომდე სწავლის ონლაინ ფორმატში შენარჩუნებას ითხოვენ
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში ონლაინსწავლებისა და გამოცდების ჩაბარების სასწავლო წლის ბოლომდე შენარჩუნებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის და ბინის ქირის რეკორდული ზრდის გათვალისწინებით, სტუდენტები რეგიონებიდან თვე-ნახევრის გამო, ქუთაისში ბინის დაქირავებას ვერ მოახერხებენ.
აქციას უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში უპასუხეს და განმარტეს, რომ სწავლა ჰიბრიდულად გაგრძელდება, თუმცა გამოცდების ჩაბარება დასწრების რეჟიმში უნდა მოხდეს და გამონაკლისი არ დაიშვება.