გოგი მეშველიანმა მშობლიური სკოლის ეზოში მოსწავლეებთან ერთად ახალი ნარგავები დარგო
საქართველოს პარლამენტში ბოლნისის დმანისის თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა მშობლიური სკოლის ეზოში მოსწავლეებთან ერთად ახალნარგავები დარგო.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ქ. ბოლნისის N 1 საჯარო სკოლის ეკოკომიტეტის ინიციატივით და გოგი მეშველიანის მხარდაჭერით გამწვანების აქცია გაიმართა, რის ფარგლებშიც ახალრეაბილიტირებული სკოლის ეზოში 20 სხვადასხვა სახეობის ხე დავრგო.
„ამ სკოლის მოსწავლეებმა მოგვმართეს თხოვნით, რომ დავხმარებოდით ეზოს გამწვანებაში. ჩვენი მეგობრის, ბატონი ბესო ყაველაშვილის დახმარებით შევიძინეთ სხვადასხვა სახეობის ნერგები და სკოლის „ეკოკომიტეტის“ წევრებთან ერთად დავრგეთ წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეები ახლად რეაბილიტირებული სკოლის ეზოში.
ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ინიციატორები ამ ნერგებს მოუვლიან, რათა მათ გაიხარონ და მომავალში გაალამაზონ ჩვენი სკოლის ეზო.“ – განაცხადა გოგი მეშველიანმა
აღსანიშნავია, რომ ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლა ჩართულია ეკოსკოლების პროგრამაში,რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე’ შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი განათლების დონის ამაღლებას და ახალგაზრდა თაობაში გარემოზე ზრუნვის უნარ-ჩვევების განვითარებას.