დავით სონღულაშვილი: მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში

გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ გულიკაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილთან ერთად საგარეჯოელ ახალგაზრდებთან და სპორტსმენებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე ახალგაზრდებმა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით გამოხატეს მოსაზრებები, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი – თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბიბლიოთეკის აშენება იყო. საუბარი ასევე შეეხო არაფორმალური განათლების ხელშეწყობის საჭიროებასაც და ინტერნეტიზაციას.
რაც შეეხება სპორტსმენებს, მათი მხრიდან სპორტული სივრცეების რეაბილიტაციის საკითხი იქნა დაყენებული.

„მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში და მუდმივად კომუნიკაციაში არიან ადგილობრივ ხელისუფლებასთან, იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ ახალგაზრდული გარემოს გაჯანსაღებას საგარეჯოში და დაეხმარონ ერთმანეთს პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში. სწორედ, ერთ-ერთი ასეთი მუშაობის შედეგი იქნება მალე ახალი სივრცის გაჩენა საგარეჯოში, სადაც ბიბლიოთეკა განთავსდება. მინდა წარმატებები ვუსურვო და გამოვუცხადო სრული მხარდაჭერა მათ საქმიანობაში და საგარეჯოში, ახალგაზრდული გარემოს გაჯანსაღების საკითხში”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები