20 წლამდელთა პირველობაზე გამარჯვებულ საჩხერელ მოჭიდავეებს მერი შეხვდა
ჭიდაობაში საქართველოს 20 წლამდელთა პირველობაზე გამარჯვებულ საჩხერელ მოჭიდავეებთან შეხვედრა გაიმართა.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა და მადლობის სიგელები გადასცა.
საქართველოს 20 წლამდელთა პირველობა გურჯაანში გაიმართა, სადაც ლუკა ჩხიტუნიძე, რამინ გულიტაშვილი, ოთარ ბაგაური და ლევან ბაზაძე I, ხოლო ნიკა ზაქაშვილი III ადგილის მფლობელები გახდნენ.