პიპილეთი-სორგითის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ სორგითში იმყოფებოდა, სადაც პიპილეთი-სორგითის საავტომობილო გზაზე შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების მდგომარეობას გაეცნო. პროექტი შპს “ონის სერვისჯგუფმა” შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 6 აპრილს, პიპილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად მთის ფერდობიდან მეწყრული პროცესების გააქტიურებამ საავტომობილო გზის სავალი ნაწილის დაზიანება გამოიწვია და ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეაფერხა.
ამჟამად, პიპილეთი-სორგითის საავტომობილო გზა გამავალია და ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია უპრობლემოდ