სამტრედიის მერმა, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები გადასცა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში, სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეების ჩართულობით დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციის სახით დედამიწის დღესთან დაკავშირებული  საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია გააცნეს. შეკრებილებმა  გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რაც  მომავალი თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, პასუხისმგებლობის გაზრდას, საკუთარი ქცევის შეფასებასა და გარემოს სასარგებლოდ შეცვლას ემსახურება.

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტის მერმა მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები გადასცა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები