გორის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება გრძელდება. სამუშაოები ამ ეტაპზე სკრის ადმინისტრაციულ ერთეულში და სოფელ ტყვიავში მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, კოშკებსა და რიეთში ადგილობრივი მოსახლეობა წყალს საუბნო ონკანებიდან იღებს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასმელი წყლის პრობლემა ორივე სოფელში 200-მდე ოჯახს მოუგვარდება. სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დაწყებულია სოფელ ტყვიავშიც.

სოფელში არსებული მოძველებული წყალმომარაგების სისტემა ვერ აკმაყოფილებს ადგილობრივების მოთხოვნას. ამ ეტაპზე სოფელში მცხოვრები 1000-მდე ოჯახი, სასმელ წყალს დღეგამოშვებით, ორი საათით იღებს. პროექტის დასრულების შემდეგ, სასმელი წყლის პრობლემა ადგილობრივებს აღარ შეაწუხებთ.

ტყვიავის, კოშკებისა და რიეთის გარდა, წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს უფლისციხეში, დიცსა და შინდისშიც. სამივე პროექტი გარდამავალია. აღნიშნულ სამ სოფელში სამუშაოების განხორციელება გასულ წელს დაიწყო და უახლოეს მომავალში დასრულდება.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები