ქობულეთში, სოფელ კვირიკეში სუნელ-სანელებლების გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვირიკეში, სუნელ-სანელებლების გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო შპს ,,ნთკ” სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ,,სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის’’ ფარგლებში შეიქმნა.

აჭარის  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოში ჯამურად 89258 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 55974 ლარი გრანტია, ხოლო 33284 ლარი თანამონაწილეობაა.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე, მოადგილე მირიან ქათამაძესთან და აგროსერვისცენტრის დირექტორთან გოჩა ბერიძესთან ერთად, საწარმოს ეწვია და ადგილზე სამუშაო პროცესს გაეცნო.

“სოფლად მეწარმეობის განვითარების პროგრამის ამოცანაა, ეკონომიკური ზრდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის, ეკონომიკურ საქმიანობაში ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა, ინოვაციური პროექტების ხელშეწყობა”, – განაცხადა გიორგი სურმანიძემ.

როგორც ცნობილია, საწარმოში თვეში 10 ტონა სანელებლებს გადაამუშავებენ. პროდუქციის რეალიზაცია მოხდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გავა ექსპორტზე. გადამამუშავებელ საწარმოში 15 ადამიანია დასაქმებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები