სოფელ სავანესა და შალაურში საუბნო გზები ეწყობა

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ სავანესა და შალაურში შიდა საუბნო გზების მოწყობის სამუშაოებს  გაეცნო.

,,ცენტრალური გზა ყველა სოფელშია მოწყობილი. ჩვენი პრიორიტეტი საუბნო გზების გამართული ინფრასტრუქტურაა, ამიტომ შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარე წელსაც აქტიურად გაგრძელდება“, – განაცხადა ლევან ივანაშვილმა.

სოფელ სავანეში საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ხოლო სოფელ შალაურში – ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები