კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში 120 გამოვლინდა, აჭარაში – 13, იმერეთში – 39
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 232 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 653 692-ს.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 232 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 120 შემთხვევა, აჭარა – 13, იმერეთი – 39, ქვემო ქართლი – 7, შიდა ქართლი – 14, გურია – 10, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 11, კახეთი – 9, მცხეთა-მთიანეთი –4, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 794 პირი ემსხვერპლა.