სამტრედიაში მე-12 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება

სამტრედიაში მე-12 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, დაგეგმილია საჯარო სკოლის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა, გათბობის სისტემით, სველი წერტილებით და სათამაშო მოედნით.

დასრულებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ თვითმმართველობის წარმომადგნლებთან ერთად დაათვალიერა.

“სამტრედიაში აქტიურად მიმდინარეობს საჯარო-სკოლების რეაბილიტაცია. სხვადასხვა სახელმწიფო უწყების დაფინანსებით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით სამუშაოები გეგმის ფარგლებში ხორციელდება. მუნიციპალური განვითარების ფონდის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება მე-12 საჯარო სკოლაში, დაიწყება მე-4 და ნაბაკევის საჯარო სკოლების მშენებლობა. აქტიურად ვმუშაობთ რეგიონული განვითარების სამინისტროსთან და ახლო მომავალში დაიწყება მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩხენიშისა და მე-2 საჯარო სკოლის შერწყმულ სკოლაში”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

სკოლის რეაბილიტაციას, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,სამშენებლო ჯგუფი” ასრულებს.

მე-12 საჯარო სკოლას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რომელსაც 2022 წლის 2 ოქტომბერს 128 წელი უსრულდება.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული დარბაზი მოეწყო მე-10 საკარო სკოლაში.

მიმდინარე წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში ექვსი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები