დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში გორში დასუფთავების აქცია გაიმართა
გორში, დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში, დასუფთავებისა აქცია მოეწყო.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა ჭალის დასახლებაში არსებული ტერიტორია დაასუფთავეს.
ღონისძიების მიზანი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სოციალური პასუხისმგებლობის ზრდა იყო.
დედამიწის საერთაშორისო დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“-ს ინიციატივით კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“-ს ფარგლებში. კამპანიაში ყოველწლიურად ერთვება გორის მუნიციპალიტეტი.
აქცია ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.
22 აპრილს დედამიწის დღე 1970 წლიდან აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს 192 ქვეყანაში სხვადასხვა მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება. მისი მიზანი პლანეტის მრავალფეროვნების შესახებ ადამიანების ცნობიერების ამაღლებაა.