დუშეთში, ჭონქაძის ადმინისტრაციულ ერთეულში, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციულ ერთეულში ჯორმუხისგზის რეაბილიტაცია ხორციელდება.
მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, მოადგილესთან ოთარ ჩხეიძესთან და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელთან იოსებ ღარიბაშვილთან ერთად გაეცნო.
„პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება ქალაქ დუშეთიდან სოფელ ყვავილამდე მისასვლელი გზა. დაიგება ბეტონის საფარი, რაც უახლოეს პერიოდში მოსახლეობას კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს. პროექტის ღირებულება 292 000 ლარს აღემატება და მისი დასრულება მაისში იგეგმება“, – განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.