სოფელ წაბლანაში მომხდარი ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მომხდარი ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ცნობისთვის, თორნიკე რიჟვაძემ, ასევე ყვავილებით შეამკო ვაშლოვანის ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი. სოფელ ვაშლოვანში ჩამოწოლილმა მეწყერმა 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

1989 წლის 19 აპრილს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში, მეწყერი ჩამოწვა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე, როცა სოლგომანის მთის ჩამოშლას 23 ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2020 წელს დაღუპულთა პატივსაცემად, სტიქიის ადგილას მოეწყო სკვერი და განთავსდა მემორიალური დაფები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები