გიორგი სურმანიძე: ჩვენი მთავარი ამოცანაა, მეტი მცირე მეწარმე ჩავრთოთ ხელშეწყობის პროგრამებში და კიდევ უფრო გავზარდოთ მათი შემოსავლები
მეფრინველეობის მიმართულებით ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფერმა მოეწყო, სადაც მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება იგეგმება.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ, მოადგილე მირიან ქათამაძესთან და აგროსერვის ცენტრის დირექტორთან ერთად, საგრანტო პროგრამის ერთ-ერთ გამარჯვებულ ბენეფიციარს ანიკო გულედანს ეწვია და ფერმის სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.
მეფრინველეობის ფერმაში მეწარმე 1500 ფრთა მეხორცული მიმართულებით ქათამს ზრდის, საწარმოში ამჟამად 10 ადამიანია დასაქმებულია. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება.
სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა საგრანტო პროგრამის ფარგლებში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის თანადაფინანსება შეადგენდა 97842 ლარს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა შეადგენდა 42128 ლარს.