დედოფლისწყაროს უწყვეტი წყალმომარაგებისთვის 58 მილიონი ლარის პროექტები ხორციელდება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ დედოფლისწყაროსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 14 სოფლის: ხორნაბუჯის, სამრეკლოს, ფიროსმანის, სამთაწყაროს, თავწყაროს, ჭოეთის, საბათლოს, ზემო ქედის, ქვემო ქედის, არხილოსკალოს, გამარჯვების, არბოშიკის, ზემო მაჩხაანის და მირზაანის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად სამშენებლო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს.

შესრულებული სამუშაოები წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, აკაკი მშვიდობაძემ, დედოფლისწყაროს მერთან ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად ადგილზე დაათვალიერა და მშენებლობის პროგრესი შეაფასა.

აკაკი მშვიდობაძე მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობასაც შეხვდა და ადგილობრივებს პროექტის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე ინფორმაცია მიაწოდა.

„წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით ქალაქ დედოფლისწყაროსა და 14 სოფელში აქტიურად მიმდინარეობს წყლის სისტემების მშენებლობა. პროექტების ჯამური ღირებულება 58 მილიონი ლარია. სამუშაოები ეტაპობრივად 2023 წლის ბოლოსთვის დასრულდება. შედეგად 21 000 ბენეფიციარს ექნება შესაძლებლობა, რომ უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლოს,“ – განაცხადა მშვიდობაძემ.

პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი, ცენტრალიზებული სისტემა. დაგეგმილია რეზერვუარების, ჭაბურღილების, სატუმბო სადგურებისა და სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია-მშენებლობები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები