ირაკლი ღარიბაშვილი ველისციხეში თორნიკე ლომთაძის ღვინის მარანში იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამა – „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაფინანსდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, ველისციხეში თორნიკე ლომთაძის ღვინის მარანში იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამა – „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაფინანსდა.

თორნიკე ლომთაძის თქმით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე საგრანტო პროგრამით მიღებული დაფინანსებით მარნისთვის სხვადასხვა საჭირო ინვენტარი შეიძინა, რითაც საოჯახო მეურნეობის გაფართოების შესაძლებლობა მიეცა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით და პროგრამების ხელმისაწვდომობა მომავალში უფრო მეტად გაიზრდება.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები