პრემიერი ყვარელში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის პრეზენტაციაში მონაწილეობს

ყვარლის რაიონში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის პრეზენტაციაში მონაწილეობს.

ღარიბაშვილის თქმით, მიწა ჩვენი ხალხის უმთავრესი სიმდიდრეა, თუმცა იგი დღემდე სათანადოდ არ არის გამოყენებული.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მიწების 1/3 არ არის რეგისტრირებული. 1200 მლნ ჰექტარი მიწის ნაკვეთი არ არის აღრიცხული.

ღარიბაშვილის განცხადებით, მიწის რეგისტრაციის პროცესი 2024 წლისთვის დასრულდება და ერთიანი საკადასტრო რუკა შეიქმნება.

პრეზენტაციას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და სხვა პირები ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები