ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: გარწმუნებთ, ვინც კანონს დაარღვევს, ყველა შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება

გარწმუნებთ, ვინც კანონს დაარღვევს, ყველა შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება, – ასე ეხმიანება გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარი ბუღალტრისთვის პატიმრობის შეფარდებას.

მისი თქმით,  საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც   ყველა  არსებულ კითხვას გაეცემა კომპეტენტური პასუხი.

“როგორც იცით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე,  ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი დააკავეს.

საზოგადოებაში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მაღალი ინტერესი არსებობს, აქედან გამომდინარე  მსურს მოსახლეობისთვის  გავაკეთო მოკლე  კომენტარი. 

როგორც იცით  საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც   ყველა  არსებულ კითხვას გაეცემა კომპეტენტური პასუხი. გარწმუნებთ, ვინც კანონს დაარღვევს, ყველა შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება”, – წერს გორის მუნიციპალიტეტის მერი.

ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარ ბუღალტერს, ლეილა წკრიალაშვილს პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალად ედება სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატურად, სხვადასხვა დანიშნულებით პირად საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა. სუს-ის ცნობით, მითვისებული თანხის ოდენობამ 143 985,13 ლარი შეადგინა, რომელსაც ბრალდებული შემდგომში ინტერნეტ ტოტალიზატორებში თამაშისთვის იყენებდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები