გორის ბიუჯეტიდან მარტის თვეში სოციალური პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის დასახმარებლად 364 500 ლარი გაიცა
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მარტის თვეში მოსახლეობის დასახმარებლად სოციალური პროგრამის ფარგლებში 364 500 ლარი გაიცა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ერთი თვის განმავლობაში, პროგრამის 25 მუხლით გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 855 მოქალაქემ ისარგებლა.
უწყების ცნობით, სოციალური დახმარება 405 ადამიანმა მიიღო, ხოლო ჯანდაცვის სერვისებით 450 მოქალაქემ ისარგებლა. სოციალური მიმართულებით 162 000, ხოლო ჯანდაცვის მიმართულებით 202 500 ლარი გაიცა.