გორის მერის გადაწყვეტილებით, 13 წლის უკრაინელი ტიმურ იაკუნინი გორის საფეხბურთო სკოლაში ჩაირიცხა

გორის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ტიმურ იაკუნინი გორის საფეხბურთო სკოლაში ჩაირიცხა.

13 წლის ტიმურ იაკუნინი თანაგუნდელებს გორის მერის მოადგილემ, თამაზ შიოშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, აბელ აბესაძემ წარუდგინეს.

“ტიმურის ოჯახის წევრები გორში მარტის თვეში ჩამოვიდნენ. გორელმა ოჯახმა, რომელმაც იაკუნინები შეიფარა გორის მუნიციპალიტეტის მერიას დახმარების თხოვნით განცხადებით მიმართა. მოკვლევაში, გარდა სოციალური სამსახურისა, ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებაც ჩაერთო. იაკუნინების ოჯახის არასრულწლოვან წევრებთან გასაუბრებისას გამოიკვეთა ტიმურის სურვილი ფეხბურთის შესწავლის შესახებ. მერიამ გაითვალისწინა მისი სურვილი და ის დღეიდან ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ გორის „გორის“ საფეხბურთის სკოლის აღსაზდელია”, – აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტიმურ იაკუნინის ოჯახი ომამდე უკრაინის ქალაქ დნიპროში ცხოვრობდა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები