დავით ბახტაძე: ახალგაზრდების შესაძლებლობების რეალიზების ხელშეწყობა ჩვენი ერთერთი მთავარი ამოცანაა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული მოსწავლეთა პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

მერთან შეხვედრისას მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული მოსწავლეთა პარლამენტის წარმომადგენლებმა პროექტის ,,მე რომ მერი ვიყო” ფარგლებში საინტერესო დისკუსია გამართეს. 

შეხვედრაზე გაჟღერებული იდეების განხილვას ახალგაზრდებმა ორ საათზე მეტი დაუთმეს.

,,სიამაყით ვივსები, როცა ასეთ ერუდირებულ ახალგაზრდებს ვხვდები. მათი ჩართულობა უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის.

ინიციატივების მხარდაჭერა, ახალგაზრდების შესაძლებლობების რეალიზების ხელშეწყობა ჩვენი  ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. მსგავსი შეხვედრები მომავალში ინტენსიურად გაგრძელდება, წარმატებები მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს,” – აღნიშნა დავით ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები