ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიისა და სისხლის ბანკის – „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის” ორგანიზებით, მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.

 

კამპანიაში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, მერიის თანამშრომლებთან ერთად ჩაერთო.

 

“ამაყი და ბედნიერი ვიქნები, თუ კი ჩვენი მცირე წვლილით, თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე გადარჩება. სისხლის უანგარო დონაციის პროცესში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ, ვისაც ჯანმრთელობა გიწყობთ ხელს, ყველას მინდა გთხოვოთ, იყავით ქველმოქმედები და გაიღეთ სისხლი, სიცოცხლის გადასარჩენად!” – განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა

 

მომზადებული სისხლის პროდუქტები, საჭიროების შემთხვევაში, ჰუმანიტარული დახმარების სახით, უკრაინაში გაიგზავნება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები