აჭარაში დამწყები გიდებისთვის ტრენინგები იწყება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი დამწყები გიდებისთვის ტრენინგ-კურსს ამზადებს.

“გიდის პროფესია, ქალაქი ბათუმი და მისი შემოგარენი“ – ასე ჰქვია ტრენინგების სერიას, რომელსაც გიდის პროფესიის დაუფლების მსურველები ორი თვის განმავლობაში დაესწრებიან. ტურიზმის განვითარების მოკლე ისტორია, საქართველოში განვითარებული ტურიზმის სახეობები, ექსკურსიამცოდნეობა, პროფესია გიდი,  ტურის დაგეგმვა, გიდისთვის საჭირო დაწესებულება/ორგანიზაციები და ინტერნეტ რესურსები – იმ საკითხებს შორისაა, რომელსაც გიდები თეორიულ-პრაქტიკული კურსისას გაივლიან.  ისინი ასევე გაეცნობიან გიდის ფსიქოლოგიას, ქალაქის განაშენიანებას და არქიტექტურას, ქალაქ ბათუმის ტურისტულ მარშრუტებსა და პირველადი დახმარების საშუალებებს.

ტრენინგებზე დასწრების მსურველები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წინასწარი გასაუბრების საფუძველზე შეარჩია. ისინი ორ ჯგუფად გადანაწილდებიან და აპრილის ბოლოდან დაიწყებენ გიდის პროფესიის დაუფლებას. რეგიონში გიდის პროფესიის განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტრენინგებსა და სემინარებს ბოლო წლებია აქტიურად ატარებს. მათში მონაწილეობა მსურველებს უფასოდ შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები