EU4Culture პროექტის ფარგლებში, ქუთაისში იდეათონის კონკურსი გაიმართა

EU4Culture პროექტის ფარგლებში, პარტნიორი უნივერსიტეტების  მხარდაჭერით, ქუთაისში იდეათონის კონკურსი ჩატარდა

არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პეტრე ადამაძე.

„ქუთაისის კულტურის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების ჩართულობა. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით გამოვაცხადეთ იდეათონის კონკურსი. მე გავეცანი თქვენს იდეებს, რომლებიც საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანია. მჯერა, რომ თქვენი თაობა ბევრს გააკეთებს იმისთვის, რათა ქუთაისის კულტურის სფერო და შემოქმედებითი ინდუსტრია  სათანადოდ განვითარდეს და ღირსეულ ადგილი დაიჭიროს მსოფლიო კულტურაში“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

იდეათონის კონკურსზე  წარმოდგენილი იდეებიდან შეირჩა 18 საუკეთესო იდეა, რომელთა ავტორებმაც მონაწილეობა მიიღეს ფინალურ შეხვედრაში.

კონკურსის მსვლელობისას, თავად მონაწილეებმა აირჩიეს  6 საუკეთესო იდეა. საბოლოო ეტაპზე ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ სამ იდეას, რომელთა ავტორები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.

პროექტის თანაპარტნიორი ორგანიზაციის „Creative Solution“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ზვიად მჭედლიშვილმა იდეათონის ფინალური შეხვედრის მონაწილეებს  ქუთაისის კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესი გააცნო. 

ქალაქის შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლების მონაწილეობით პანელური სესია გაიმართა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები