ბათუმში “ალტ-ინფოს” პარტიის ოფისის კარის შეღებვისთვის აქტივისტი 50 ლარით დაჯარიმდა

სამოქალაქო აქტივისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივის“ ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე ძალადობრივი და პრორუსული პლატფორმა „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის კარის შეღებვისთვის 50 ლარით დააჯარიმეს.

ინფორმაციას ორგანიზაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ხათუნა ბერიძემ პარტიის კარს სიმბოლურად წითელი საღებავი შეასხა.

ჯარიმის ქვითრის მიხედვით, ხათუნა ბერიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააჯარიმეს, რაც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.

ბერიძემ „კონსერვატიული მოძრაობის“ კიდევ ერთი ოფისის ფასადი შეღება გუშინ ხელვაჩაურში. მან პარტიის კარზე პულივიატორით უკრაინის დროშა დახატა და დატოვა წარწერები – Слава Україні!; Putin Khuilo!

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები