რუსთავის საბავშვო ბაღებში თორმეტი უკრაინელი ბავშვი ჩაირიცხება

რუსთავში მყოფი უკრაინის მოქალაქე ბავშვები ბაგა-ბაღებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან. რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალებში, ბავშვთა ჩარიცხვის წესში ცვლილების შესატანად, რუსთავის მერიამ საკრებულოს უკვე მიმართა.

“უკრაინელი ბავშვები ჩვენი ინიციატივით, ძალიან მალე შეძლებენ იგივე სერვისით ისარგებლონ რომელიც ჩვენი რუსთაველი ბავშვებისთვის გვაქვს. უკვე დავაინიცირეთ წესში ცვლილება, შევიტანეთ საკრებულოში და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შევა ძალაში”, – განაცხადა რუსთავის მერმა.

ცვლილების თანახმად, უკრაინის მოქალაქე 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები, რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღებში დროებითი ცხოვრების უფლების, ბინადრობის ნებართვის ან ბინადრობის უფლების მაძიებლის სტატუსის არსებობის შემთხვევაში ჩაირიცხებიან. ამ დრომდე არსებული წესით კი საბავშვო ბაღებში რუსთავში რეგისტრირებული და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ბავშვები ირიცხებოდნენ.

ამ ეტაპზე რუსთავის ბაგა-ბაღებში ჩარიცხვის სურვილი თორმეტი უკრაინელი ბავშვის მშობელმა გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები