დავით ბახტაძე: ჩვენი ენა ერის უდიდესი მონაპოვარია, რომელსაც გაფრთხილება და მოვლა სჭირდება

სამტრედიაში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტექნოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ლია ქაროსანიძემ საჯარო ლექცია ჩაატარა.

ლექციის თემა 1918-1921 წლების ,,ტერმინოლოგიური დიქტატურა” იყო და ის
ნიკოლაძეების ტერმინთშემოქმედების უნიკალურ მიგნებებს ეხებოდა.

“დღეს ქართული ენის დღეა. ჩვენი ენა ერის უდიდესი მონაპოვარია , რომელსაც გაფრთხილება და მოვლა სჭირდება. ამ დღეს მნიშვნელოვან შეხვედრას უმასპინლა ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმმა. აქ წარმოდგენილი ნაშრომები საინტერესო იყო ტერმინოლოგიასთან თანხვედრაში. მადლობა მომხსენებლებს საინტერესო თემებისთვის. განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ლია ქაროსანიძეს. მიხარია, რომ ლექციას ამდენი მოსწავლე-ახალგაზრდობა ესწრებოდა,” – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ.

შეხვედრას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად მისი მოადგილე გიორგი მეიშვილი, საკრებულოს და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საჯარო ლექციაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საჯარო სკოლების უფროსკლასელებმა.

ამასთან, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლურმა სკოლამ.


კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები