ჩხოროწყუში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ჩხოროწყუს #2 საჯარო სკოლის მიმდებარე სკვერში, იაკობ გოგებაშვილის ძეგლთან დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანებასთან არსებული წრეებისა და საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს.

ღონისძიებაზე ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები,როცა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლას საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა.

ღონისძიებას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია.14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები