ოზურგეთში კვლავ ხმაურია – მოქალაქეები “ალტ-ინფოს” პარტიის საწინააღმდეგო აქციას მართავენ
ოზურგეთში, „ალტ-ინფოს” მიერ დაფუძნებული პარტიის „კონსერვატიული მოძრაობა“ საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივების განცხადებით, მშვიდობიანი აქციები პერმანენტულად გაგრძელდება, ვიდრე არ დაიხურება პრორუსული ძალების ოფისი.
მათივე თქმით, აღნიშნული ძალა მხარს უჭერს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას და მათი ადგილი გურიაში არ არის.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.