პანდემიასთან ბრძოლაში გაწეული ღვაწლისთვის საგარეჯოს მერმა ლეილა ოტიაშვილი დააჯილდოვა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მხარდაჭერითა და კულტურის სახლის მენეჯერის ორგანიზებით, დამსახურებული ექიმისა და საზოგადო მოღვაწის – ლეილა ოტიაშვილისადმი მიძღვნილი მადლიერების საღამო გაიმართა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა, მუნიციპალიტეტში, COVID-19-ის პანდემიის დასაძლევად გატარებული ღონისძიებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის „ჯეო ჰოსპიტალსის” კოვიდცენტრის ხელმძღვანელს, ლეილა ოტიაშვილს საპატიო გარეჯელის წოდება მიანიჭა და მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი შრომისა და გულისხმიერებისთვის.
ავთანდილ გულიკაშვილის ინიციატივით, ღონისძიებაზე, მადლობის სიგელი გადაეცა კლინიკის ყველა თანამშრომელს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი კოვიდპანდემიის მართვაში.
„ვულოცავ ქალბატონ ლეილას ღირსეულ ჯილდოს, საჯაროდ ვუხდი მადლობას მრავალწლიანი წარმატებული მოღვაწეობისთვის, პასუხისმგებლობისთვის, პროფესიონალიზმისთვის და რაც მთავარია – თავის საქმისადმი დიდი სიყვარულისთვის!
მადლობა საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის” ხელმძღვანელ – დავით ჯიქიას და მის გუნდს, რომლებმაც მართლა უდიდესი შრომა გაიღეს ამ ორწლიან ბრძოლაში. ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე მყოფ ყველა ექიმს ვუსურვებ, გამარჯვებასა და წარმატებას” – აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა.