მუხათგვერდში წყალმომარაგების ქსელი ეწყობა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხათგვერდში წყალმომარაგების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. მისი სახელშეკრულებო ღირებულება კი 470 000 ლარს აღემატება.
ხელშეკრულებით გათვალისწინებულია წყალსადენის ქსელის მოწყობა, რომლის დასრულების შემდეგაც სოფელ მუხადგვერდში მცხოვრებ 100-ზე მეტ ოჯახს წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდება.
სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,სერვისი“ ასრულებს, ხოლო ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ხარისხის ინსპექტირებას მცხეთის მერიის ზედამხედველობის სამსახური ახდენს.