ბაკურ ავსაჯანიშვილი: იმედი მაქვს, მშობლიურ ენასთან ერთად, მოხეური დიალექტის ლექსიკასა და უნიკალურ ფუნქციას ღირსეულად დავიცავთ და შევინარჩუნებთ

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი საზოგადოებას  დედაენის დღეს ულოცავს.

“1990 წლიდან მოყოლებული, ჩვენ მადლიერებით აღვნიშნავთ სახელმწიფო ენის დღეს. ქართულ ენასა და ანბანში, წერილობით და ზეპირმეტყველებით ძეგლებში, ყველა ის ეთნომენტალური საიდუმლოა კოდირებული, რომელიც ქართველ ხალხს გადარჩენისათვის ბრძოლებში სიარულის დროს ეხმარებოდა. ენის სიღრმე და სიმდიდრე იმით იზომება, რამდენად შეუძლია მას, გამოხატვის შესაძლებლობა მისცეს ადამიანის გონებრივ და შემოქმედებით იმპულსებს. ქართული ენის სიმდიდრისა და სიღრმის საუკეთესო მაგალითი ოთხას ენაზე ნათარგმნი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანია”, მეთორმეტე საუკუნის პოემა, რომელმაც ნოვატორული იდეალებით მსოფლიო რენესანსს გაუსწრო.
ჩვენი ეთნოიდენტურობის უპირველეს საგანძურს, ქართულ ენას, აფხაზურ, ლაზურ, სვანურ და მეგრულ ენებთან ერთად, თვრამეტამდე დიალექტი აქვს, მათ შორის – ულამაზესი მოხეური.
იმედი მაქვს, მშობლიურ ენასთან ერთად, მოხეური დიალექტის ლექსიკასა და უნიკალურ ფუნქციას ღირსეულად დავიცავთ და შევინარჩუნებთ,” – განაცხადა ავსაჯანიშვილმა.

1978 წლის 14 აპრილს, ქართულმა საზოგადოებამ ერთსულოვნად გააპროტესტა საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. სტუდენტთა პროტესტი მასობრივ გამოსვლებში გადაიზარდა, რასაც საბოლოოდ, კომუნისტური რეჟიმის უკან დახევა მოჰყვა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები