ჩიხისა და ჭალის საბავშვო ბაღებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდათ

სოფელ ჩიხისა და ჭალის საბავშვო ბაღებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდათ. ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ბაღები შერეული ასაკის ორ ჯგუფზეა გათვლილი და თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. ჩიხის საბავშვო ბაღში 29, ხოლო ჭალაში 72  აღსაზრდელი ირიცხება.

საბავშვო ბაღები საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ივანაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, გაგა დარბაიძემ დაათვალიერეს და არსებულ პირობებს ადგილზე გაეცნენ.

ორივე ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები