მამა ვახტანგ თოხაძეს მღვდელმსახურება დროებით შეუჩერდა
შემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების გადაწყვეტილებით, სასულიერო პირს, მამა ვახტანგ თოხაძეს მღვდელმსახურება დროებით შეუჩერდა.
მიზეზი სავარაუდოდ, მის მიერ, უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებული განცხადებები გახდა.
ეპარქიის პრესსპიკერის, მამა ბასილ გოგოტიშვილის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში, შემოქმედის ეპარქიის კრებაზე მიიღებენ.
ცნობისთვის, მამა ვახტანგ თოხაძემ უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით განაცხადა “ომის დროს ქალებს ყველგან კლავენ და აუპატიურებენ, რა შუაშია პუტინი? მასე აკეთებს ყველა, რა შუაშია პუტინი? როცა ომია ეს ჩვეულებრივი მოვლენაა”.
აღსანიშნავია, რომ ოზურგეთელი სასულიერო პირისთვის მღვდელმსახურების შეჩერების პირველი შემთხვევა არაა. მამა ვახტანგ თოხაძეს 2015 წელსაც შეუჩერდა უფლებამოსილება, როდესაც ის მოსწავლეებზე ფიზიკური ძალადობის გამო, ოზურგეთის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სამრევლო სკოლის პედაგოგობიდან გაათავისუფლეს და სამღვდლო მსახურება შეუჩერეს.