როგორი ეპიდვითარებაა თბილისსა და რეგიონებში – 13 აპრილის კოვიდსტატისტიკა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 266 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 120 შემთხვევა, აჭარა – 11, იმერეთი – 45, ქვემო ქართლი -20, შიდა ქართლი – 18, გურია – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 15, კახეთი – 11, მცხეთა-მთიანეთი -11, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 234 საიდანაც, 378 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 214, აჭარაში – 21, იმერეთში – 74.
ამასთან, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 86 პირი, მათ შორის, თბილისში – 54, აჭარაში – 14, იმერეთში – 8. ხოლო, 2 856 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 652 235 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა – 1 632 194 გარდაიცვალა 16 781 პაციენტი.