“დელტა”: ახმეტაში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემით 41 კვ. კმ. ტერიტორია დამუშავდა და ღრუბლები გაიფანტა

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას” სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, დამუშავდა დაახლოებით 41 კმტერიტორია და განეიტრალდა ღრუბლებში სეტყვის მარცვლების წარმოქმნის პროცესი, – ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს სსიპ “დელტა”-ს ინფორმაციაშია აღნიშნული. 

“12 აპრილს, კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სეტყვასაშიში ღრუბლის მასების გააქტიურება შეინიშნებოდა.  მოსალოდნელი სეტყვის მარცვლის ზომა, წინასწარი გათვლით, 5 მმ-ს შეადგენდა.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას” სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, დამუშავდა დაახლოებით 41 კმტერიტორია და განეიტრალდა ღრუბლებში სეტყვის მარცვლების წარმოქმნის პროცესი.  

„დელტას” სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტში 24-საათიანი მონიტორინგის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში. 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები