უხვი ნალექის გამო ლენტეხში საავტომობილო გზაზე მიწის მასა ჩამოიშალა
უხვი ნალექის შედეგად სოფელ ლუჯიში საავტომობილო გზაზე მიწის მასა და ხე – მასალა ჩამოიშალა.
სოფლებში მამსა და საყდრაში ადიდებულმა ღელემ, საავტომობილო გზაზე მოძრაობა დროებით შეაფერხა.
ლენტეხის მერიის ინფორმაციით, ჩოლურისა და ჟახუნდრის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ 3 სოფელში, შიდა სასოფლო გზების გაწმენდის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
მერიაში აცხადებენ, რომ ამჟამად, ყველა მიმართულებით გზა გაწმენდილია.
გზების გაწმენდით სამუშაოებს დილიდან ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი.