ყაზბეგის მერი მოსახლეობას მუხრან მაჭავარიანის დაბადების დღეს ულოცავს

ყაზბეგის მერი, ბაკურ ავსაჯანიშვილი მოსახლეობას მუხრან მაჭავარიანის დაბადების დღეს ულოცავს.
„ყველას გილოცავთ, „ქართულ მიწაში ყელამდე ჩაფლული“ პოეტის, მუხრან მაჭავარიანის დაბადების დღეს.  მისი პოეზია, ერის გულიდან ამოსული, ეროვნული თვითშეგნების პოეტური გარდასახვაა. სამშობლოს სიყვარული ყველა კეთილგონიერი ადამიანის თვისებაა, თუმცა მუხრან მაჭავარიანს აკვნიდანვე დაჰყვა იმ უდიდესი ფასეულობის თაყვანისცემა, რასაც სამშობლო ჰქვია. ბევრს უთქვამს, დაუწერიათ კიდეც, ,,თქმა და დაფიცება შემიძლია, მამულის სიყვარული, მუხრან მაჭავარიანმა მასწავლაო“, ასეა ჩემს შემთხვევაშიც. ბევრი „სესე ბიჭი“ და „თოთიკანთ მელანო” საქართველოს! პატრიოტები, რომლებიც  მომავლის პოეტებს ათქმევინებენ – „გაუმარჯოს ჩვენს ბედნიერ ქვეყანას!” ნაკუწ-ნაკუწ, ნაკუწ-ნაკუწ, კი არა! – გაუმარჯოს საქართველოს მთლიანად! – მიწიანა, კაციანა, ციანა!” მუხრან მაჭავარიანის ერთიან საქართველოს გაუმარჯოს ზღვა ქართულით!” – განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები