თემებში არსებული მდგომარეობა – ხულოს მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, თემის რწმუნებულებთან და ა(ა) იპ -ების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე ვახტანგ ბერიძემ თემებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა, ყურადღება გამახვილდა ახალ ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე

“სამუშაო შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივის ფარგლებში სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებული დასაქმების პროგრამის მნიშვნელობასა და მოსახლეობის ჩართულობაზე.

სამუშაო თათბირს მერის პირველი მოადგილე – ნადიმ ვასაძე და მოადგილე – თამაზ აბაშიძე ესწრებოდნენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები