ლადო ხინჩეგაშვილმა გორში ძლიერი ქარის დროს დაშავებული მოხუცი მოინახულა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ის საცხოვრებელი კორპუსები დაათვალიერა, რომლებსაც უამინდობის გამო სახურავები დაუზიანდა.

მერმა ასევე ის მოხუცი ქალიც მოინახულა, რომელიც სტიქიის შედეგად დაშავდა.

“მაქსიმალურად დავეხმარებით დაზარალებულ მოსახლეობას. სამუშაო ჯგუფის მიერ მოხდება ზარალის დათვლა და შესწავლა. შემთხვევის ადგილები უკვე დათვალიერდა, მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. სტაბილურია 82 წლის ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მას გაუწია შესაბამისი დახმარება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა გორის ხინჩეგაშვილმა.

ცნობისთვის, უამინდობამ პრობლემები შექმნა გორში. ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა საცხოვრებელი კორპუსების ნაწილს, დაზიანებულია მე -4 საჯარო სკოლის დარბაზის სახურავის ნაწილი.

მობილიზებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური და ყველა შესაბამისი უწყება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები