“მწვანე ლაშქრობა” – ლაგოდეხის მერიამ აბიტურიენტებისთვის ახალი პროექტი დაიწყო
ლაგოდეხის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ბაზაზე “მწვანე ლაშქრობა” აბიტურიენტებისთვის პროექტი დაიწყო, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. ამის შესახებ ლაგოდეხის მერიის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში აბიტურიენტები დალაშქრავენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში “მაჭის (თოღა) ციხეს” და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არწივის ხეობასა და “ხორნაბუჯის ციხეს”.
“გუშინ, სოფლების ჰერეთისკარის, ვარდისუბანისა და ნინიგორის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ “მაჭის (თოღას) ციხეზე”. მუზეუმის განყოფილების უფროსმა, არქეოლოგმა დავით ყვავაძემ ისაუბრა ციხის ისტორიულ ფაქტებზე. გაიმართა საინტერესო დისკუსია, ახალგაზრდებმა ერთმანეთს გაუზიარეს სამომავლო გეგმები, ითამაშეს და ერთი დღე გაატარეს სასიამოვნო, საინტერესო და მეგობრულ გარემოში”, – აცხადებენ მერიაში.